თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 25-27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
ძირითადი ყურადღება დაეთმობა მართლმსაჯულების, მედია გარემოს, თანასწორობის საკითხებს და სხვა დემოკრატიულ პროცესებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან რობერტ სპანოსთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან კლერ ბაზი მალორისთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
წყარო - საქართველოს ომბუდსმენის აპარატი