თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება უამინდობისა და დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შეზღუდული.
საქართველოს გზებზე ამ დრომდე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.