თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
მეუფეს ივნისში 46 წელი შეუსრულდა.
„მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო გამოთქვამს დიდ გულისტკივილს და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო და მისი სულისთვის ლოცვებს აღავლენს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.701 -ს მიაღწია.