თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
ოლიმპიური ჩემპიონის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
ქეთევან ლოსაბერიძე დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს, სოფელ ლეყერეთში, ტყიბულის რაიონში.
იგი იყო მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1972, 1978, 1980), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1973, 1981). საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1975 (მილანი, იტალია), 1976 (ლოძი, პოლონეთი), 1978 (კიოლნი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1980 (მილანი, იტალია), 1981 (ლვოვი, სსრკ).
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1980
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1971
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1980.
კვარცხლბეკზე ქეთევან ლოსაბერიძეა (პირველი ადგილი)
© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
/ 2002-2005 წლებში იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.