მსოფლიო დღეს

ერდოღანმა თურქეთში „3+3“ პლატფორმის ფარგლებში შეხვედრისთვის მზადება გამოაცხადა

Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ანკარა აპირებს უმასპინძლოს მომდევნო რეგიონულ შეხვედრას „3+3“ პლატფორმის ფარგლებში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ლიდერის კანცელარია ავრცელებს.
დეკემბრის დასაწყისში მოსკოვმა უმასპინძლა საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ პირველ შეხვედრას, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი.
„ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა აგრძელებს ძალისხმევას კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, - ნათქვამია თურქეთის ლიდერის ოფისის განცხადებაში.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი უარს ამბობს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ საკონსულტაციო მექანიზმში „3+3“ მონაწილეობაზე.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ მხარეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია და ნაკლები შესაძლებლობა აქვს აუხსნას მას პლატფორმის სარგებელი, მოსკოვმა თურქეთსა და აზერბაიჯანს მიმართა, რომ თბილისს ახალი ფორმატის უპირატესობა მათ წარუდგინონ.
როგორც ლავროვი ამბობს, ეს საქართველოს პოლიტიკურ ასპექტში არაფრით დაავალდებულებს.