ყვითელი ამბები

ვიდეო - ცისფერი ტორტი და დეკორაციები - ქეთა თოფურიას ვაჟი ერთი წლის გახდა

ქეთა თოფურიას ბიჭუნა ერთი წლის გახდა და მშობლებმა სახლი ცისფერ ფერებში მორთეს
Sputnik
მომღერალმა ქეთა თოფურიამ და ლევ დენგოვმა ვაჟიშვილის, ადამის დაბადების დღე აღნიშნეს. მომღერალმა და ბიზნესმენმა ვაჟის 1 წლის იუბილეზე სახლი განსაკუთრებულად მოაწყვეს – სახლის მისაღები ოთახი ცისფერი ბუშტებით გააფორმეს და შეუკვეთეს ამავე ფერის დიდი ტორტი.
ქეთამ ოჯახურ დღესასწაულზე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საყვარელო ბიჭუნა. სიგიჟემდე გვიყვარხარ, ადამს ერთი წელი შეუსრულდა“.
ქეთა რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა დაუბაიდან, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისვენებდა. მომღერალს თან ახლდა დედა - ნატა თოფურია და ასევე ლევის შვილები პირველი ქორწინებიდან.
წყვილმა 2020 წლის ბოლოს იქორწინა. ქეთამ ქორწინებიდან მალევე ადამი გააჩინა. ლევს და ქეთას ჯერჯერობით ერთი საერთო შვილი ჰყავთ. ისინი დაქოწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ და დიდხანს მალავდნენ ქეთას ორსულობას. ისინი ჯერჯერობით ვაჟის სახესაც არ აჩენენ.