დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 21 იანვარია, პარასკევი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ეს დღე ბევრს მოუტანს ცვლილებებს. იოლი იქნება მოძველებულისგან, ძველი ჩვევებისა და ცუდი მოგონებებისგან გათავისუფლება. ამის შემდეგ წინსვლა გამარტივდება. მოუსმინეთ ინტუიციას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და სავარაუდოდ, სერიოზულ ხასიათს მიიღებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 იანვარი>>
ვერძი: გააკეთეთ ის, რაც გულით გწადიათ. სწორედ ასეთ საქმეებში მიაღწევთ დღეს წარმატებებს. ინტუიცია ბევრ რამეში დაგეხმარებათ. შესაძლოა, სხვის საქმეებში ჩარევა მოგიწიოთ, ან მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ეს მაინცდამაინც არ გესიამოვნებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: ძალზე ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. გაუმკლავდებით რთულ საქმეებს. გაჩნდება რამე ახლის სწავლის შანსი, რომელიც შემდეგ კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ, ასევე შემოსავლების გაზრდაში. შეგიძლიათ გადადებული საქმეების გაკეთებაც. საღამოს საინტერესო წინადადებები შეიძლება მიიღოთ.
ტყუპი: უჩვეულო იდეების დღეა. მათ განხორციელებას დაუყოვნებლივ და თან ენთუზიაზმით შეუდგებით. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. ურთიერთობები, რომლებიც მხოლოდ საქმიანი იყო, შესაძლოა, მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. დღის პირველი ნახევარი მოვლენებით დატვირთული, მეორე კი უფრო მშვიდი იქნება.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. რთული საკითხების განხილვა სერიოზული უთანხმოებების გარეშე, მშვიდად შეიძლება. გაჩნდება რაღაც ძველი გეგმების რეალიზების საშუალება, ასევე ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი. ახლა უფრო ყურადღებიანი ხართ და არაფერი გეპარებათ მხედველობიდან.
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
ლომი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. გაიგებთ იმას, რაზეც წარმოდგენა არ გქონდათ, სხვებზე ადრე მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას. არაა გამორიცხული პროფესიული გეგმების შეცვლა. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, სავარაუდოდ, სიურპრიზს მოგიწყობთ.
ქალწული: დღის პირველი ნახევარი, სავარაუდოდ, რთული იქნება. გაგიჭირდებათ საკუთარ გრძნობებში გარკვევა. ამის გამო გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა მარტივი არ იქნება. ჰარმონია ურთიერთობებში მალე აღდგება, რადგან პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარში ბევრის გაკეთებას შეძლებთ.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი და რთული საქმეების გასაკეთებლად. ყურადღებას მთავარზე ამახვილებთ და წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. დროს გამონახავთ დასვენების, სასიამოვნო ურთიერთობებისა და გართობისთვისაც. კმაყოფილი დარჩებით.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
მორიელი: ადვილად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს, გადაჭრით პრობლემებს. ხართ მიზანსწრაფული და ეს ბევრს მოსწონს. გაგიჩნდებათ საიმედო მოკავშირეები, ახალი მეგობრები. კარგად ჩაივლის მგზავრობა (საქმიანიც და პირადიც). დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. სახლიდან მოშორებით იღბლიანად იშოპინგებთ.
მშვილდოსანი: დიდი ალბათობით, მშვიდი დღე არ იქნება. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, რაღაც ცვლილებები, რაც მღელვარებას მოიტანს. ემოციური ფონის არასტაბილურობის გამო წვრილმანიც კი მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. იღბალი ყველაზე მეტად გაუღიმებს მათ, ვინც ყველასთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს.
თხის რქა: დღის დასაწყისში შესაძლოა ნერვიულობა მოგიწიოთ – რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდეს. მოგვიანებით მიხვდებით, რომ პრობლემა უმნიშვნელოა და მალე მიაღწევთ წარმატებას. დღის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა ურთიერთობებისთვის. ინტუიცია გიკარნახებთ, რა სურთ გარშემომყოფებს და როგორ უნდა მოიქცეთ ახალ ნაცნობებთან.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი
მერწყული: გაგახარებთ სასიამოვნო შეხვედრები. გენებათ ძველ მეგობრებთან შეხევდრის შესაძლებლობა. ასევე გაიცნობთ სხვა ადამიანებსაც. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ მათ სწრაფად გაუმკლავდებით. შეძლებთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთებას.
თევზები: ადვილად უმკლავდებით რთულ საქმეებს. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებებს ფილოსოფიურად შეხედოთ, არ ღირს გაუგებრობების გამო განერვიულება. გადაულახავი ბარიერები გზაზე არ გაჩნდება. ოპტიმისტურ განწყობას თუ შეინარჩუნებთ, მალე მიაღწევთ მიზნებს. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორც საქმიან, ისე პირად სფეროში.