როგორ მოვიშოროთ საშიში უხილავი ცხიმები: მიირთვით პოპულარული კენკრა

Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ადამიანს რამდენიმე ტიპის ცხიმი აქვს, რომელთაგან ყველაზე საშიში ვისცერალური ცხიმებია, წერს გამოცემა Daili Express-ი პეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, ვისცერალურ ცხიმებს ადამიანი ვერ ხედავს, ვინაიდან ისინი კანქვეშ კი არ გროვდება, არამედ შინაგან ორგანოებს — ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ნაწლავებსა და თირკმელებს ედება.
მარწყვი რეალურად აფერხებს ასაკობრივი დაავადებების განვითარებას – მეცნიერთა დასკვნა>>
ამასთან ვისცერალური ცხიმის მოშორება ბევრად რთულია, ვიდრე კანქვეშა ცხიმებისა. თუმცა, როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, არსებობს კენკრა, რომელიც ამ დაავადებას შესანიშნავად ებრძვის.
საუბარია პლანეტის ყველაზე პოპულარულ კენკრაზე — მარწყვზე.
როგორც სამედიცინო ცენტრ Wake Forest Baptist-ის კვლევამ აჩვენა, მარწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანისთვის სასარგებლო ხსნად უჯრედისს, რომელიც გადამუშავებული საკვების კუჭიდან ნაწლავებში მოხვედრის პროცესს ანელებს.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ხუთი წლის განმავლობაში დღეში ათი გრამის ოდენობით მიღებული ხსნადი უჯრედისი ვისცერალური ცხიმების 3,7%-ს წვავს. თუ ამას ადამიანის ზომიერ აქტიურობასაც დავუმატებთ, მაშინ ეს საშიში ცხიმი უკვე 7,4%-ით შემცირდება.
იკრძალება კატეგორიულად! ვისთვის არ შეიძლება მარწყვი
ამასთან მარწვი ასტიმულირებს ჰორმონ ლეპტინისა და ადიპონექტინის გამომუშავებას, რომლებიც თრგუნავს მადას და კარგად წვავს ცხიმებს.
გარდა ამისა, მარწყვი ხელს უწყობს წონაში დაკლებას — მეტაბოლიზმის სტიმულირების გზით.
და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ამერიკელ დიეტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ, მარწყვი იმ ათი ხილის რიცხვში შედის, რომლებიც მძლავრი ანტიოქსიდანტური ეფექტით გამოირჩევა და ინსულტებისა და კიბოს რისკებს აღკვეთს.
წყარო: Daili Express