ყვითელი ამბები

ფოტოები - ქეთა თოფურიამ შვილებთან და გერებთან ერთად ზღაპრული დასვენება მოიწყო

მომღერალი დიდი ოჯახით დუბაის სტუმრობს
Sputnik
ჯგუფ A Studio-ს სოლისტი ზამთრის არდადეგებს მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, დედასთან, შვილებთან და გერებთან ერთად დუბაიში ატარებს. ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ატარებენ დროს.
ლევ დენგოვს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. ქეთა თოფურიასთან მას საერთო შვილი ადამი ჰყავს, რომელიც გასული წლის იანვარში მოევლინა სამყაროს. ქეთას გოგონა - ოლივიაც ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელიც წელს პირველად მივიდა სკოლაში.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქეთას და ლევის შვილები ერთად დროს შესანიშნავად ატარებენ და მათთან თამაშს პატარა ადამიც ცდილობს, რომლის სახეს ქეთა, ჯერჯერობით არ აჩენს.