მაღალმთიან აჭარაში დათოვლილი გზების უწყვეტი წმენდა მიმდინარეობს

ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი– Sputnik. მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან შეუჩერებლად იწმინდება, ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებიც ცნობით, იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზები.
ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ნათქვამია ინფორმაციაში.