ყვითელი ამბები

რატომ სთხოვა ორი წლის მოყვანილ ცოლს ლაშა გურგენიძემ ხელახლა ხელი? - მსახიობის აღიარება

აღმოჩნდა, რომ „ცეკვავენ ვარსკვავების“ მონაწილემ ხელი ორი წლის წინ მოყვანილ ცოლს სთხოვა.
Sputnik
მსახიობი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ლაშა გურგენიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის ხელი ეთხოვა ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ.
ეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე მოხდა. ლაშამ გოგონას უთხრა: „მიყვარხარ ცამდე, მზად ხარ გამიძლო მთელი ცხოვრება?“, რაზეც საყვარელი ქალისგან დადებითი პასუხი მოისმინა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ წყვილი ექვსი წელია უკვე ერთადაა. შეყვარებულობის პერიოდიდან ოთხი წლის თავზე ხელიც მოაწერეს, ჯვრისწერას გეგმავდნენ და ქორწილის თეატრში გადახდას, თუმცა პანდემიის გამო გადადეს.
„ქორწილამდე ორი დღით ადრე, როცა ყველაფერი ბოლო მიზანსცენამდე მოფიქრებული გვქონდა თავისი სამოსით და ყველა ატრიბუტით, ჩაგვკეტეს და ჩაგვეშალა. ორი წელია ველოდებით, როდის შევძლებთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას. ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია, მართლა ცამდე მიყვარს, როგორც მოდიდებული მდინარე, ისე მავსებს. სულ მინდა სიურპრიზები მოვუწყო, ხმამაღლა ვუთხრა, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ ჩავიფიქრე ეს დღე დღესასწაულად მექცია“, - ამბობს ლაშა.