ყვითელი ამბები

სექსუალური სკანდალი სამეფო ოჯახში - დედოფალი განრისხებულია

Sputnik
პრინცი ენდრიუ ფაქტობრივად სამეფო ოჯახის წევრებს შორის ერთადერთია, რომელსაც აქამდე არსებული ყველა ტიტული ჩამოერთვა. გადაწყვეტილება დედოფალმა ელისაბედმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ პრინცი ენდრიუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
საქმე ეხება სექსუალურ სკანდალს, ვირჯინია ვუფრე ამტკიცებს, რომ ის პრინცმა 17 წლის ასაკში გააუპატიურა.
დედოფლის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამეფო ოჯახი არ ჩაერევა სამართლებრივ დავაში და ენდრიუს თავის დაცვა დამოუკიდებლად მოუწევს. სამეფო სახლი არც ადვოკატის ხარჯების დაფარვას გეგმავს. აქვე აღსანიშნავია, რომ პრინც ენდრიუს, ყველა სამხედრო წოდება ჩამოერთვა.