თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სამდივნო წარადგინა.
პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება. კერძოდ, ახალ სამდივნოს წარმოადგენენ:
პარტიის გენერალური მდივანია პეტრე ცისკარიშვილი
1.
გენერალური მდივნის მოადგილე - ადმინისტრაციული საკითხების მდივანი - ზურა მელიქიშვილი2.
საგარეო საკითხთა მდივანი- თინათინ ბოკუჩავა3.
ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე4.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი5.
რეგიონალური მდივანი - გიორგი ბოტკოველი6.
საორგანიზაციო მდივანი - ბაჩო დოლიძე7.
იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი - ლევან ბეჟაშვილი8.
სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი - ნიკა ობოლაძე9.
სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი - ანა გოგოლაძე10.
ანტიკორუფციული საკითხების მდივანი - ლევან ხაბეიშვილი11.
პოლიტიკური მდივანი - აკაკი მინაშვილი12.
მედიასთან ურთიერთობის მდივანი - გიორგი პატარაიაგასულ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართა, რომლის დროსაც საკვანძო პოზიციები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილმა პირებმა დაიკავეს. მაგალითად, თავად ნიკა მელიამ დატოვა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ შეინარჩუნა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. მისი ადგილი პოლიტსაბჭოში კობა ნაყოფიამ დაიკავა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.
პარტიამ პროპორციულ ნაწილში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 30,6%-ზე მეტი მიიღო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა. ადგილობრივ არჩევნებში მან ხმების 46,7%-ზე მეტი მიიღო.