თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სოციალური ქსელების მომხმარებლები გააოგნა და აღაფრთოვანა რუსი კასკადიორი ვიდეომ, რომელიც მან Instagram-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის დათოვლილ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც არც პარპრიზი აქვს და არც უკანა საქარე მინდა.
მიკროავტობუსში სხედან მგზავრებიც, რომლებმაც უცბად ვერც კი გაიაზრეს, რა მოხდა.
არადა, მოძრავი ავტომობილის სალონში უეცრად ვიღაცამ დიდი სისწრაფით გაიფრინა.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ევგენი ჩებოტარიოვი იყო — კასკადიორი, რომელმაც მსგავსი ტრიუკების გამო ცოტა ხნის წინ ხერხემალიც კი დაიზიანა.
„მსოფლიოში პირველი გაფრენა ავტომობილის სალონში — საათში 80 კმ სიჩქარით. დიახ, სამი თვის წინ ხერხემალი დავიმტვრიე, მაგრამ ამან მხოლოდ გამაძლიერა“, — წერს ჩებოტარიოვი სოცქსელში.
კასკადიორის პირად გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ ვარჯიშობს ის აღნიშნული ტრიუკის დასახვეწად.