პრასი (Allium porrum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახისა.
პრასის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის რეგიონი. როგორც ჩანს, ის უძველეს დროშივე გავრცელდა სხვა ტერიტორიებზეც, რადგან ძველ ეგვიპტეში პრასი (პრასა) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბოსტნეულ მცენარედ მიიჩნეოდა.
ის ცნობილი იყო ანტიკურ საბერძნეთსა და რომშიც. ამჟამად ის მოჰყავთ ამერიკაშიცა და ევროპაშიც. პოპულარულია განსაკუთრებით საფრანგეთსა და ინგლისში. მოჰყავთ საქართველოშიც. აქ გავრცელებული ჯიშებია კარანტანული, ბულგარული, ქუთაისური.
პრასის სასარგებლო თვისებები
პრასში დიდი რაოდენობითაა კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის, გოგირდის, მაგნიუმის მარილები. შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის გოგირდი, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები: ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავები, ტიამინი, რიბოფლავინი, კაროტინი.
პრასს ისეთი თვისებები აქვს, რომლებიც სხვა ბოსტნეულ კულტურებს არ ახასიათებს: შენახვისას ასკორბინის მჟავის რაოდენობა მცენარის მოთეთრო ნაწილში 1,5-ჯერ და მეტჯერ იზრდება.
პრასის კალორიულობა და სამკურნალო თვისებები
პრასი დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი პროდუქტის კალორიულობაა 36 კკალორია.
პრასის სამკურნალო მოქმედება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის მიღებას ურჩევდნენ პოდაგრით, რევმატიზმით, სურავანდით დაავადებულ ადამიანებს, ასევე, კენჭოვანი დაავადებების, გაცხიმოვნების, ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლის დროს.
კალიუმის მარილების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით მცენარე შარდმდენია, რაც სასარგებლოა რევმატიზმის, პოდაგრის, ჭარბი წონის დროს. ის დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს, ამიტომ ძალზე ეფექტურია გასახდომი დიეტების დროს.

კლინიკური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პრასი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციებს, აქვს შარდ და ნაღვლმდენი ეფექტი, აუმჯობესებს ღვიძლის საქმიანობას, ზრდის მადას, აქვს ანტისკლეროტული თვისებები.
მისი მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, ჭარბი წონის, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.
პრასი წმენდს სისხლს, არეგულირებს ჰემოგლობინის დონეს. აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ებრძვის ცხვირხახის დაავადებებს.
პრასი წმენდს სისხლს, არეგულირებს ჰემოგლობინის დონეს. აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ებრძვის ცხვირხახის დაავადებებს.
პრასის მიღება არარეკომენდებულია
ცოცხალი პრასის მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს.
ხალხური მედიცინა პრასის წვენსა და მისი ფოთლების ნახარშს შარდკენჭოვანი დაავადებების დროს იყენებს. ამავე დროს, მისი მიღება არარეკომენდებულია ოქსალატური კენჭების დროს.
ხალხური მედიცინა პრასის წვენსა და მისი ფოთლების ნახარშს შარდკენჭოვანი დაავადებების დროს იყენებს. ამავე დროს, მისი მიღება არარეკომენდებულია ოქსალატური კენჭების დროს.
ასევე, არ შეიძლება ერთ ჯერზე პრასის დიდი რაოდენობით მიღება. ეს თავის ტკივილს გამოიწვევს.
ასევე არარეკომენდებულია მცენარის მიღება შარდის ბუშტთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
ასევე არარეკომენდებულია მცენარის მიღება შარდის ბუშტთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების დროს.