ძლიერმა შტორმმა ბათუმის ბულვარი დააზიანა - ვიდეო

ზღვის ტალღებმა ბულვარის ტერიტორიაზე ქხრეში გამოიტანა, დაზიანებულია სანაპირო ზოლი
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ზღვამ ახალ ბულვარში ბილიკი ხრეშით და ქვიშით დაფარა, დაზიანებულია საშხაპეები და მწვანე ზოლი. დაზიანებულია მწვანე ნარგავები, დეკორატიული ფილები და სკამები.
თვითმხილველების თქმით, ტალღების სიმაღლე 1,5-2 მეტრს, ხოლო შტორმის ძალა 5 ბალს აღწევდა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, უამინდობა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.