ამავდროულად ბათუმში ძლიერი ქარი და სეტყვა იყო, ხოლო ზღვაში - შტორმი. დიდმა ტალღებმა ბულვართან ნაპირზე გამორიყა ქვები, ქვიშა და ნაგავი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და დეკორატიული გამწვანება.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - აჭარაში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში მიმავალი გზები ძლიერი თოვის გამო ყველა სახის ტრანსპორტისათვის დაკეტილია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოშ ტემპერატურა დაეცემა. 17 იანვრამდე ქვეყანაში უამინდობაა მოსალოდნელი.