თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ვაკეში, წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.
შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს, აცხადებენ თბილისის მერიაში.