თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება - ქვეყანაში დღე-ღამეში 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდგომში ვირუსი დაუდგინდა პრაქტიკულად ყველა პირს, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა.
დღეისათვის საქართველოში ახალი შტამით ინფიცირების 1185 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების რისკის ქვეშ არიან როგორც კოვიდგადატანილები, ისე აცრილი პირები. ინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბუსტერ-დოზით აცრილებს.
ბოლო მონაცემებით, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ზრადსრული მოსახლეობის 41,4%-ს სრულად არის აცრილი, 45,5%-ს კი მინიმუმ პირველი დოზა აქვს გაკეთებული.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 5.381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 990 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 925 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 14.425 პირი გარდაიცვალა.