COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა

პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ის სახლში გაწერეს
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობის კურსს რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ელენე ლანჩავა საავადმყოფოში რვა დღის წინ შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
101 წლის ქალი სრულად გამოჯანმრთელებული დღეს სახლში გაეწერა.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 925.137-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.