თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰო იონ-გიონი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიების გრძელვადიანი იჯარით აღებას აპირებს, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკური აღმავლობის ერთობლივი ზონის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სახალინზე, ამურზე, ხაბაროვსკზე, მაგადანზე, კამჩატკასა და ჩუკოტკაზე, სადაც, იონ-გიონის აზრით, „ბევრი კორეელი ცხოვრობს“.
„ჩვენთვის აუცილებელია რუსეთისგან ამ რაიონების იჯარით აღება, შევქმნით რა ამით ეკონომიკური განვითარების სარტყელს პუსან-ვლადივოსტოკის მიმართულებით“, — აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისი თქმით, ამ რეგიონებში, რომლებიც ფართობით ბევრად აღემატება სამხრეთ კორეის ტერიტორიას, შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება — სოიოსა და ხორბლის ჩათვლით, რაც ორივე მხარისთვის ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და ამასთან ორმხრივ ურთიერთობებსაც განამტკიცებს.