„ნაკლოვანი და მიუღებელი“: ლავროვმა ნატოს პოლიტიკური ვალდებულებები შეაფასა

Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ნატო ხელოვნურად იტყუებს თავის რიგებში უკრაინასა და სკანდინავიის ქვეყნებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობის ხელოვნურად გაფართოება, მასში უკრაინის შეყვანის მცდელობები არ წყდება. ცოტა ხნის წინ ნატოს ხელმძღვანელობის საკმაოდ საინტერესო განცხადება გაისმა. აშშ-ისგან, იმის შესახებ, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ არიან, ასევე მიესალმებიან. ანუ, ასეთია ხელოვნური შეტყუება, ამ სტრუქტურის ხელოვნური გაფართოება, რომელმაც „ცივი ომის“ შემდეგ, ვარშავის შეთანხმების გაქრობის შემდეგ, არსებობის აზრი დაკარგა. ყველაფერ ამის ხელოვნურად გაგრძელების მცდელობა არ წყდება“, — თქვა მან.

ლავროვმა „მიუღებელი და ნაკლოვანი“ უწოდა ნატოს მიერ გაუფართოებლობის შესახებ პოლიტიკური ვალდებულებების ცალმხრივ ინტერპრეტაციას.
„რუსეთი სრულად პატივს სცემს როგორც ფინეთის, ისე შვედეთის სუვერენიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნების ნეიტრალიტეტის პოლიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროპულ არქიტექტურასა და ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფაში. ვინც პატივს არ სცემს ფინეთისა და შვედეთის სუვერენიტეტს — ეს ისინი არიან, ვისაც ნატოში მათი გაწევრიანების პროვოცირება სურთ ნებისმიერი ტყუილ-მართლით. ამ საკითხის წაქეზება დიდი ხნის წინ დაიწყო“, — დასძინა ლავროვმა.
აშშ-ში რუსეთის ელჩი ამერიკელ მაღალჩინოსნებს საყვედურობს
ოთხშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ბევრი რამით შეესაბამებიან ალიანსის თავდაცვით სტანდარტებს და მათი შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეუძლიათ სწრაფად შეუერთდნენ ნატოს.
მანამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, იმსჯელოს ფინეთთან და შვედეთთან მათი ნატოში გაწევრიანების საკითხზე, თუ აღნიშნული ქვეყნები ასეთ სურვილს გამოთქვამენ.