ბათუმში მედეას ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

მედეას ძეგლის რეაბილიტაციისთვის თითქმის 470 მილიონი ლარი დაიხარჯება.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე მედეას ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, იცვლება კვარცხლბეკის დაზიანებული ფილები და რესტავრაცია უტარდება ქანდაკების ელემენტებს.
უკვე დასრურებულია ქანდაკებასა და სვეტზე განთავსებული ბრინჯაოს ელემენტების გაწმენდა-დამუშავების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 469 ათას ლარს აღემატება.
ბერძნული მითოლოგიის გმირის, კოლხი მეფის ასული მედეას მონუმენტი ბათუმში, თავისუფლების მოედანზეა აღმართული. ქანდაკება 2007 წელს გაიხსნა (არქიტექტორი დავით ხმალაძე). დღეს მედეას ძეგლი ოქროს მოოქროვილი ვერძით არის სიმდიდრის, აყვავებისა და საქართველოს ევროპულ სამყაროსთან კავშირის სიმბოლო.