თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ალკოჰოლი ღვიძლისთვის ტოქსიკური ნივთიერებაა, შესაბამისად, საახალწლო სუფრების შემდეგ ამ ორგანოს აღდგენა სჭირდება, აცხადებს ნარკოლოგი რუსლან ისაევი რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
ამასთან ექიმმა აღწერა სპეციალური დიეტა, რომელიც ორგანიზმს დღესასწაულების შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება.
მისი თქმით, თუ ალკოჰოლი მეტ-ნაკლებად ზომიერად გაქვთ მიღებული, მაშინ დღესასწაულების შემდეგ უარი უნდა თქვათ სპირტიან სასმელებზე და სწორედ ეს სპეციალური დიეტა დაიცვათ.
„სტაბილურად უნდა სვათ C ვიტამინის შემცველი სასმელები (მაგალითად, ხილის ახლად დაწურული წვენები), მიირთვათ ხაჭო — ვინაიდან ის შეიცავს მეთიონინს. ეს ამინომჟავა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ღვიძლზე“, — განმარტა ექიმმა.
გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, კარგია და აუცილებელიც კი სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა, რათა ორგანიზმში გაცვლითი პროცესები დაჩქარდეს.
რაც შეეხება ალკოჰოლის გადაჭარბებულ დოზას, ანუ თუ დღესასწაულებზე შესმული სპირტიანი სასმელების შედეგები აქამდე მოგყვებათ, მაშინ სჯობს ექიმს მიმართოთ კვალიფიციური დახმარებისთვის.
მანამდე დიეტოლოგმა ტატიანა დიკმა განაცხადა, რომ ნაახალწლევს აღდგენა მთელ ორგანიზმს ესაჭიროება.
ამისათვის საჭიროა:
სვათ საკმარისი რაოდენობის წყალი,
არ მიეძალოთ შებოლილ და მარილიან საკვებს,
მიირთვათ უჯრედისის შემცველი ხილი და ბოსტნეული,
მიირთვათ მაწონი ან კეფირი.
წყარო: რადიო Sputnik