დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 13 იანვარია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
განცდებითა და მღელვარებით სავსე დღეა. რთულია ჩვეულ საქმეებზე კონცენტრირება, რადგან ახალი და საინტერესო უფრო გვაინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მივატოვოთ. უთანხმოებების თავიდან აცილება, სავარაუდოდ, გაგვიჭირდება. სჯობს, სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა სხვა დროისთვის გადავდოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 იანვარი>>
ვერძი: შესაფერისი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოახერხებთ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილებების მოხდენას. არაა გამორიცხული, რომ უჩვეულო წინადადება მიიღოთ ადამიანებისგან, რომლებთანაც აქამდე შემოქმედებითი პროექტი განახორციელეთ. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
კურო: ხელსაყრელი დღეა სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის. ყურადღებით მოისმენენ თქვენს მოსაზრებებს, მათ შორის, გავლენიანი ადამიანები. მშვენივრად ეწყობით ახლობლებს. ინტუიცია გეხმარებათ მათი სურვილების ამოცნობაში. მოახერხებთ ოჯახური პრობლემების გადაჭრას.
ტყუპი: შესატყვისი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, სადაც ფანტაზიის უნარი გჭირდებათ. მოგწონთ ახლის გამოგონება, მიზნისკენ საკუთარი გზის ძიება. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ზედმეტ საქმიანობას – არ გადაიღალოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე ცუდად იმოქმედებს. დასვენება აუცილებელია.
კირჩხიბი: კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სირთულეები არ გაშინებთ, ინტუიცია გიკარნახებთ, როდის შეიძლება გარისკვა და როდის – არა. წარმატებით გადაწყდება ფინანსური საკითხები. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება, შემოსავლის ახალი წყაროს მოძებნა. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის.
ზოდიაქო: ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევას?
ლომი: მშვიდი დღეა, რომელიც ჩვეული საქმეების გაკეთებას მიესადაგება. მათ სწრაფად გაუმკლავდებით, არ დაიღლებით და არ მოიწყენთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. გექნებათ საოჯახო საქმეების მოგვარების საშუალება, ასევე შეძლებთ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ახლობლების დახმარებას.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ ჩვეული თუ ახალი საქმეების გაკეთების შედეგად. არაა გამორიცხული, რომ დღეს ახალი სამუშაო შემოგთავაზონ მომგებიანი პირობებით. მოახერხებთ დასვენებასაც. საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული სასიამოვნო სიურპრიზები.
სასწორი: აჯობებს, თუ მნიშვნელოვან საკითხებს დამოუკიდებლად გადაწყვეტთ. სხვების რჩევები ნაკლებად დაგეხმარებათ. სამუშაომ და სწავლამ შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტი ენერგია და ყურადღება მოითხოვოს. ხშირად მოგიწევთ რთული საკითხების გადაჭრა. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
მორიელი: გეძლევათ შანსი, რომ ბევრ საქმეში მიაღწიოთ წარმატებებს. დაბრკოლებების წინაშე უკან არ იხევთ. ეს კარგ შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე, ბევრი შემოგთავაზებთ დახმარებას. ადვილად პოულობთ საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან. საღამო კარგი დროა საყიდლებისთვის.
მშვილდოსანი: კარგი დღეა რთული საკითხების გადასაწყვეტად. შეძლებთ არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში გარკვევას, ინფორმაციის შეგროვებას და სწორი დასკვნების გამოტანას. არ მოერიდოთ საუბარს თქვენს წარმატებებსა და მიღწევებზე. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, საინტერესო წინადადებების მიღება.
თხის რქა: მსუბუქი და საინტერესო დღეა. მოულოდნელი მოვლენები განწყობას აგიმაღლებთ. ბევრ რამეში გაგიმართლებთ, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში – თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებები, შოპინგი. პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს პირად ურთიერთობებშიც – გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: კარგი დღეა მუშაობისა და საქმიანი მოლაპარკებებისთვის. იოლად გადაჭრით რთულ საკითხებს. შეძლებთ უთანხმოებების მოგვარებას კოლეგებთან. შესაძლებელია კარიერული წინსვლა. შეიძლება რთულ საკითხებზე ახლობლებთან მსჯელობა. საღამოს გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა.
თევზები: დღის პირველ ნახევარში მცირე გაუგებრობები და უიღბლო თანხვედრებია მოსალოდნელი, მაგრამ ამას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს ბევრად მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა დასვენებისთვის.