თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარემ პაპუაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

მუსტაფა შენთოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სამომავალოდ თანამშრომლობა სურს.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.
შენთოფმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.
ამასთან, თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარემ ​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კუჭავა ჩაანაცვლა.