მისწერე წერილი პრემიერს: ამოქმედდა ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ვებ-გვერდი

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს მთავრობის მეთაურს – დაუსვას კითხვა ან ატვირთოს ფაილი.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ამოქმედდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვებ-გვერდი www.garibashvili.ge. ინფორმაციას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი „სტრატკომი“ ავრცელებს.
ვებ-გვერდზე განთავსებულია ოფიციალური განცხადებები და ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ – ვიზიტები, სხდომები, განკარგულებები.
ინფორმაცია ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე.
აქვე ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი რუბრიკა „წერილი პრემიერ-მინისტრს“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს მთავრობის მეთაურს, დაუსვას კითხვა ან ატვირთოს ფაილი.
ვებ-გვერდიდან შესაძლებელია გადასვლა ღარიბაშვილის YouTube-არხზე, მის Facebook- და Twitter-აკაუნტებზე.