საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი გასტროლზე ბაქოში მიდის

ქორეოგრაფიული პროგრამა „ქართული ცეცხლი“ უკვე 80 ქვეყანაში აჩვენეს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი 12 თებერვალს ბაქოში კონცერტს გამართავს – ჰეიდარ ალიევის სასახლის სცენაზე მაყურებელი იხილავს კაშკაშა შოუს „ქართული ცეცხლი“.
„ქართული ცეცხლი“ – ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.
პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ მისი მომზადებისას გამოყენებულ იქნა ახალი მიდგომა: „ქართული ცეცხლი“ – ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ერთობლიობა არაა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ერთი იდეა და სიუჟეტის ხაზი აერთიანებს.
„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ანსამბლი ინარჩუნებს ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებს, მას ასევე ახასიათებს ნოვატორობა და მაღალი პროფესიული დონე.
ბალეტის მოცეკვავეები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ანსამბლის მიზანია ქართული ცეკვის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.