COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება

სპეციალისტების თქმით, ამ შტამით, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში „ომიკრონის“ შტამით კიდევ 135 ადამიანი დაინფიცირდა.
11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა 951-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღა დაიწყო. სპეციალისტები ახალი შტამი „ომიკრონის“ მასობრივ გავრცელებას იანვრის ბოლოს ელოდებიან.
„ომიკრონით“ ინფიცირებისას პაციენტებში ყელის ტკივილი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება აღინიშნება, ასევე წელის ტკივილი, ღამით ოფლიანობა და პირღებინების შეგრძნება.
იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 968.313-ს მიაღწია.