თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საკულტო ხელოვანის სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო თბილისში 10 იანვარს გაიმართება, აცნობეს Sputnik–საქართველოს „ქართველ სომეხთა კავშირში“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თბილისელი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის მიერ გადაღებული დიდი რეჟისორის ფოტოების გამოფენა.
ასევე საღამოზე გაიმართება სერგო ფარაჯანოვის სახვითი ხელოვნების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, რომელსაც „ქართველ სომეხთა კავშირი“ 2005 წლიდან აწყობს. გამარჯვებულებს კურორტ წყალტუბოს საგზურები გადაეცემათ.
სერგო ფარაჯანოვი
© Photo: courtesy of Yuri Mechitov
ღონისძიების სტუმრები იხილავენ ნაწყვეტებს ფილმიდან, რომელშიც ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები საუბრობენ ფარაჯანოვთან მუშაობისა და ურთიერთობების შესახებ. მათ შორის არიან ლანა ღოღობერიძე, არიადნა შენგელაია, გია ყანჩელი და სხვები.
ასევე წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრის პერფორმანსი ფარაჯანოვის თემატიკაზე.
საღამოს დაესწრებიან საკრებულოს წევრები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. ღონისძიება ჩატარდება საკრებულოს შენობაში.