COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამეში საგრძნობლად გაიზარდა

სპეციალისტების თქმით, „ომიკრონით“, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა, ბოლო დღე-ღამეში მაჩვენებელი 216-ით გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ „ომიკრონით“ ინფიცირების 600 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი დღე-ღამეში შეიძლება გაორმაგდეს>>
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში დადასტურებული კოვიდ-შემთხვევების 10% „ომიკრონს" უკავშირდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.953-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 962.827-ს მიაღწია.
სულ გარდაიცვალა 14.218 ადამიანი, ბოლო 24 საათში – 31 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.