თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. პოეტი რევაზ ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის 1936 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა.
რეზო ამაშუკელმა 1960 წელს თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი ლექსები და პოემები 1957 წლიდან იბეჭდებოდა. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974).
პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986).
რეზო ამაშუკელი 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე (1993).
თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).
ასევე იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა რეზო ამაშუკელს 85 წლის იუბილე გასული წლის ივნისში მიულოცა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მაშინ მინისტრი პოეტს შინ ეწვია და კულტურის სამინისტროს სახელით ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა.