ამავე თვითმფრინავით ნურ-სულთანის მიმართულებით ქუთაისიდან 182 მგზავრი გაფრინდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
კვირას თბილისში ჩამოფრინდება პირველი რეისი აკტაუდან. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადეს, რომ საქართველოში აკტაუდან საქართველოს 60 მოქალაქე ჩამოვა.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებშიც აგორდა. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი. კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ ერევნის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.