მსოფლიო დღეს

ОДКБ–ს ლიდერები მოლაპარაკებებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავენ

ინიციატივით ყაზახეთის პრეზიდენტი გამოვიდა, ხოლო რუსეთის ლიდერმა ამ იდეას მხარი დაუჭირა.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ–ჟომართ ტოკაევმა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ОДКБ–ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ლიდერების საუბრის გამართვა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შესთავაზა, ნათქვამია კრემლის ვებ–გვერდზე.
„ყასიმ–ჟომართ ტოკაევის შეფასებით, ამ ეტაპზე საჭიროა ОДКБ–ს წევრი ქვეყნების ლიდერების ერთობლივი საუბარი. ამასთან დაკავშირებით მას აქვს ინიციატივა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს ОДКБ–ს საბჭოს ვიდეოკონფერენცია სომხეთის, როგორც ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ვლადიმირ პუტინმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ პუტინი და ტოკაევი მუდმივ კონტაქტზე შეთანხმდნენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა უფრო ადრე РИА Новости–ს განუცხადა, რომ ОДКБ–ს ქვეყნების ლიდერთა ვიდეოკონფერენციის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია.