თუ რა გახდა პოდიუმიდან მისი წასვლის მზეზი, ამაზე მოდელმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემს მეუღლეს თავიდანვე არ მოსწონდა საჯაროდ გამოჩენა. პოდიუმიდანაც იმიტომ წავედი, მივხვდი, მას ეს არ სიამოვნებდა. თუმცა დიდი დანაკლისი არ მქონია ამის გამო, რადგან ახალი თაობების აღზრდაზე ვმუშაობ“, - ამბობს ლალი.
ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე, თუმცა ის მეუღლესთან გია ხუბულიასთან ერთად არსად ჩნდება.
გასული საუკუნის 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისის ქართველ მოდელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე – ლალი ტოტიკაშვილი დიდი ხანია დაემშვიდობა პოდიუმს, მაგრამ ზოგადად მოდასთან კავშირი არ გაუწყვეტია.
ჯერ სამოდელო სააგენტო გააკეთა, ახლა კი თავად ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. იშვიათად პოდიუმზეც შეიძლება გამოჩნდეს, მხოლოდ მაშინ, თუ მეგობარი დიზაინერი მიიწვევს.
ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ორი წლის წინ დაიწყო აქტიურად ვარჯიში, რაც შეეხება კვებას, ყოველთვის გემრიელად ჭამს და წონის პრობლემა არასდროს ჰქონია.
პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არასდროს დასჭირვებია, თავად მხოლოდ პატარ-პატარა პროცედურებს იტარებს.
ლალი ტოტიკაშვილს და გია ხუბულიას ორი შვილი ჰყავს – 16 წლის საბა და 12 წლის ნიტა.