თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. კორონავირუსმა SARS-CoV-2 შეიძლება ცხოველების ორგანიზმში უკონტროლო მუტაცია დაიწყოს და დაავადების ახალი აფეთქებები გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსმა მეცნიერებმა გამოცემა Ura.ru–სთან განაცხადეს.
პროფილაქტიკური მედიცინის საზოგადოების სამეცნიერო ხელმძღვანელი სერგეი ტოკარევი და მეჩნიკოვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიტალი ზვერევი დარწმუნებული არიან, რომ ომიკრონ–შტამი ყურადღებას იმსახურებს.
„არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ პირდაპირი და უკუ ზოონოზური გადაცემებისას შეიძლება რაღაც სუპერმუტანტი გაჩნდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავის დამშვიდება, რომ მოვიდა „მსუბუქი ომიკრონი“, რომ სულ ასეთი იქნება და ამით პანდემია დასრულდება – ასეთ თვალსაზრისს კატეგორიულად არ ვეთანხმები“, – განაცხადა ტოკარევმა.
ზვერევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თვითონ SARS-CoV-2–ის წარმოშობა პირდაპირ უკავშირდება ზოონოზურ გადაცემებს, ეს კი ნიშნავს, რომ მისი თვისებების „გამწვავება“ შეიძლება გამეორდეს.
„როდესაც ვირუსი ნახულობს შუალედურ მასპინძელს, მას შეუცვლია იმდენად შეცვლა, რომ გახდეს სასიკვდილოდ საშიში და სულ სხვა თვისებები შეიძინოს. ზუსტად ასე მოხდა COVID-19–თან დაკავშირებით. წინა SARS ღამურებიდან მოხვდა პატარა ძუძუმწოვრებში, იქიდან კი უკვე ადამიანის ორგანიზმში. იმდენად შეიცვალა, რომ მძიმე დაავადებები გამოიწვია“, – აღნიშნა მეცნიერმა.
კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანმომ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა. ვირუსის S-ცილა, რომელიც პათოგენს უჯრედების ინფიცირებისთვის სჭირდება, რამდენიმე ათეულ მუტაციას შეიცავს. მეცნიერების აზრით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გადადების მაღალი უნარით გამოირჩევა, უფრო სწრაფად ვრცელდება და ამასთან შეუძლია დააინფიციროს როგორც აუცრელი, ისე ვაქცინირებული ადამიანები. ამასთან არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული COVID-19 ბევრად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
წყარო: Ura.ru