ივანიშვილმა Forbes-ის რეიტინგში თავისი პოზიციები კვლავ დათმო

მიუხედავად ამისა, საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი ყველაზე მდიდარ ქართველად რჩება
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოზიციები მილიარდერების სიაში, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, გაუარესდა.
ახალ რეიტინგში ივანიშვილს 628–ე ადგილი უკავია. გასულ წელს ის 589–ე პოზიციაზე იყო.
ამასთან Forbes იყენებს მონაცემებს, რომელთა მიხედვით მილიარდერის ქონება ერთ წელიწადში არ შეცვლილა, და მას 4,8 მილიარდ დოლარად აფასებს.
პირველად ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში გამოჩნდა 2006 წელს 3,9 მილიარდი დოლარის ქონებით (173-ე ადგილი მსოფლიოში). მისი მაქსიმალური მაჩვენებელია - 143-ე პოზიცია 2008 წელს. მაშინ მისი ქონება 6,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.
Bloomberg-მა ივანიშვილის ქონება შეაფასა
ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ის კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, სამუდამოდ, როგორც მან განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
წყარო: Forbes