კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) კონტინგენტის მეწინავე ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს რესპუბლიკაში ამოცანების შესრულება.
კოლექტიური სამშვიდობო ძალები რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით დარჩებიან. რუსი სამხედროების გარდა, ყაზახეთში გაიგზავნა ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ძალები.
მედესანტეები პირველ რიგში ყაზახ ძალოვნებს დაეხმარნენ ალმათის აეროპორტზე სრული კონტროლი აეღოთ.
ყაზახეთში ОДКБ-ს სამშვიდობო ძალების გადასროლის ოპერაციაში გამოყენებული იქნა რუსეთის ИЛ-76-ის და АН-124-ის ტიპის 80-ზე მეტი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.