COVID-19 - ბოლო ცნობები

დევი ტაბიძე: დავანებოთ ამ ტაშ-ფანდურებს თავი

საქართველოში ეპიდვითარება რთულდება, ექსპერტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში ბოლო ერთი თვის პიკს მიაღწია.
სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას ისევ ყველა რეგულაციის დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის და ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თავყრილობებისგან თავის შეკავება და ნიღბის ტარება, რათა არ მოხდეს სამედიცინო სექტორის გადატვირთვა.

„ჩვენი, ექიმების თხოვნაა, რომ მაქსიმალურად შევებრძოლოთ ვირუსს სახლის პირობებში, თუ ცოტა უფრო გართულდა მდგომარეობა – კოვიდ–სასტუმროებში, ოჯახის ექიმის დახმარებით... ეს გვჭირდება, რათა არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალი. დავანებოთ ამ ტაშ-ფანდურებს თავი, მოვერიდოთ ამ თავყრილობებს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.234-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 953.410-ს მიაღწია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თითქმის ორჯერ მეტი: საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევებმა იმატა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 6 იანვრის მონაცემებით, 600-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია, რადგან 5 იანვარს ეს შტამი ინფიცირების 335 შემთხვევაში გამოვლინდა. როგორც ცნობილია, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით ადვილად გადასატანია.