COVID-19 - ბოლო ცნობები

ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც კოვიდ-ლატარიაში 100.000 ლარი მოიგო

ლატარიაში გამარჯვებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ზაფხულში, ბათუმში დასვენების დროს გაიკეთა.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე" დასრულდა – 31 დეკემბერს „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში მთავარი პრიზის, 100.000 ლარის მფლობელი გამოვლინდა.
ვაქცინირებული 1.222.349 მოქალაქიდან, ყველაზე იღბლიანი თბილისში მცხოვრები 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. გამარჯვებულს თანხა დღეს, 7 იანვარს გადაეცა.
ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. მოგებული თანხით იგი კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.
„აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ანა ნოზაძე Pfizer-ის ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი პენსიონერი აიცრა 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშებები 27 დეკემბერს დასრულდა, ხოლო 31 დეკემბერს „აიცერი და მოიგეს" მთავარი შემაჯამებელი გათამაშება გაიმართა.
ლატარიაში ყოველდღიურად 100-დან 500 ლარამდე თანხები თამაშდებოდა, ყოველკვირეულად 1000-დან 10.000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს გაიმართა, 100.000 ლარი გათამაშდა.
მთლიანობაში მოგებულებზე 2,7 მლნ ლარი გაიცა, რომელიც 17.055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე გადანაწილდა.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული.