ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი მეწყვილე მსოფლიოში ცნობილი მორაგბე ჯორდან კონროი იქნება. ინფორმაცია სალომე ჭაჭუას კუთვნილ Prime Dance-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
არსებული ინფორმაციით, ჯორდან კონროი ირლანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია.
„მოგახსენებთ, რომ დაანონსდა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წყვილების ვინაობა. სალომე ჭაჭუა და ჯორდან კონროი იცეკვებენ ერთად. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რაგბისტი სისწრაფით და ძალით. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2019 წელს სალომე ჭაჭუა ლიბანურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ქორეოგრაფადაც იყო მიწვეული.