თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ციალა გურგენიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაყურებელთა განსაკუთრებული სიყვარული მსახიობმა დაიმსახურა ფილმით „სიყვარული ყველას უნდა“, სადაც მან მარტოხელა ქალის, ქეთო ყარაულაშვილის როლი შეასრულა.
ციალა გურგენიძე 1938 წლის 20 ნოემბერს დაიბადა, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. 1964 წლიდან მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა რამდენიმე ათეული სპექტაკლი. კინოში მსახიობი ნაკლებად იყო დაკავებული.