COVID-19 - ბოლო ცნობები

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება

იწყება ინფიცირების „აღმავალი ტალღა", რაც, სავარაუდოდ, ახალი, „ომიკრონ“ შტამით არის გამოწვეული, აღნიშნა გამყრელიძემ.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს კორონავირუსი, ვიდრე ეს დეკემბრის მეორე ნახევარში იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება, რაც, სავარაუდოდ, ახალი, „ომიკრონის“ შტამით არის გამოწვეული.
გამყრელიძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ და აცრისკენ მოუწოდებს.

„ძველით ახალი წლის პერიოდში, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ ახალი შტამი „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ 159 ადამიანია ინფიცირებული.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კიდევ 11 შემთხვევა – საქართველოში „ომიკრონის" გავრცელების ტემპი მატულობს
ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.436-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 945.609-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.