ახალი სატრანსპორტო ბარათების შეძენა უკვე შესაძლებელია

ძველი „მეტრომანებით“ სარგებლობა მხოლოდ ერთჯერადი მგზავრობის დროს იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.
ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროს სადგურებშია შესაძლებელი. ხვალიდან კი ბარათის შეძენას მომხმარებლები „საქართველოს ბანკის" ფილიალებშიც შეძლებენ.
როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, ძველი „მეტრომანებით“ გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, ერთდღიანი – 3 ლარი; ერთკვირიანი – 20 ლარი; ერთთვიანი – 40 ლარი; სამთვიანი – 100 ლარი; ექვსთვიანი – 150 ლარი; ერთწლიანი კი – 250 ლარი.
სად შეიძლება სამგზავრო ბარათების შეძენა?>>
პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის — 10 თეთრი.