მსოფლიო დღეს

თანამგზავრული ფოტოებით ნუ შეგვაფასებთ: ჩინეთი აშშ-ს ბირთვულ ძალებზე აფრთხილებს

Sputnik
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მცდელობა, თანამგზავრული ფოტოებით შეაფასოს ჩინეთის ბირთვული პოტენციალი, არასერიოზული საქმეა, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფუ ცუნმა.

„ჩემი მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, დავადასტურო რაიმე შეტყობინება, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თანამგზავრული სურათების საფუძველზე ჩინეთის ბირთვული ძალების ზომის გამოთვლა — ეს არასერიოზული საქმეა“, — განაცხადა დიპლომატმა.

2021 წლის ივნისის ბოლოს ამერიკულმა მასმედიამ ექსპერტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა იუმენის მახლობლად, ჰანსუს დასავლეთ პროვინციაში, 100-ზე მეტი გამშვები შახტის მშენებლობა დაიწყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისთვის.
თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თავად რაკეტების რაოდენობა, რომლებიც, სავარაუდოდ, დამონტაჟდება ამ შახტებში, შეიძლება 100-ზე ნაკლები იყოს.
მსგავსი დასკვნები სატელიტური სურათების ანალიზის შემდეგ გაკეთდა, რომლებზეც, სავარაუდოდ, 119 იდენტური სტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებია ასახული. ამასთან ფოტოებზე ჩანს ელემენტები, რომლებიც ძალიან ჰგავს ჩინეთის უკვე არსებულ სამხედრო ობიექტებს ბირთვული ბალისტიკური რაკეტებისთვის.
თუმცა ჩინური მედია უარყოფს ამ მსგავსებას და აცხადებს, რომ ეს ქარის გენერატორებისთვის ჩაყრილი საძირკველია.