თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის მიტროპოლიტს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, მაგრამ ამ ინფორმაციას საპატრიარქოში არ ადასტურებენ.