რა მოგება ნახა საპენსიო ფონდმა – ერთი წლის მონაცემები

სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და სქემას თვეში საშუალოდ 11 ათასზე მეტი ადამიანი ემატება.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საპენსიო სააგენტო 2021 წლის სტატისტიკას აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში დარიცხული სარგებელი 264 მლნ ლარს აღემატება, ხოლო მთლიანი საპენსიო აქტივის ღირებულებამ 1,9 მლრდ ლარი შეადგინა.
საინვესტიციო საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის1 იანვარი) საპენსიო ფონდის ჯამურმა მომგებიანობამ 31.2% შეადგინა, რაც ამავე პერიოდისინფლაციას 6.7%-ით აღემატება.
2021 წელს სისტემაში ჩაერთო 129 ათასზე მეტი მონაწილე და11 ათასზე მეტი ორგანიზაცია, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.სააგენტოს ცნობით, გასულ წელს სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთო 700-ზე მეტი დასაქმებული.
დაგროვებითი პენსიით 2021 წელს 741 ადამიანმა ისარგებლა და სააგენტოს მიერ ჯამურად გაცემულმა პენსიამ 1,5 მლნ ლარი შეადგინა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
რა ბედი ეწევა საპენსიო დანაზოგს?
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.