ზოდიაქოს ნიშნებისთვის – თუ გინდათ, რომ სურვილი აგისრულდეთ: რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

გაიგეთ, რომელ ფერს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, რომ 2022 წელს ბედნიერება დაგებედოთ.
Sputnik
ვეფხვის წელიწადი მოულოდნელი ცვლილებებისა და კარდინალური ტრანსფორმაციების წელი იქნება ზოდიაქოს წრის მრავალი წარმომადგენლისთვის.
წლის ენერგიული და გაბედული მფარველი განსაკუთრებულად შეიყვარებს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ რისკის, დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ და ამისთვის ძალღონეს არ იშურებენ.
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს>>
ვერძი: ახალი წლის ღამეს, პირველ რიგში, თქვენი ცეცხლოვანი ნატურა უნდა გახსოვდეთ. კაშკაშა ფერები – წითელი, ნარინჯისფერი – ესაა, რაც გჭირდებათ. ერთი მკაცრი წესია – არა მოწყენილობას.
შეარჩიეთ საინტერესო სამოსი, რომელიც თვალში მოხვდებათ გარშემომყოფებს, მაგრამ არაა აუცილებელი უკიდურესობაში გადავარდეთ – დაიცავით ესთეტიკური ნორმები.
2022: როგორ შევხვდეთ ახალ, ვეფხვის წელიწადს – საყურადღებო რჩევები
კურო: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ახალი წლის დახვედრის ყველა წესი უნდა დაარღვიოთ. მაინცდამაინც არ გიყვართ ყურადღების მიპყრობა გამორჩეული, თვალშისაცემი სამოსით, ამიტომ შეარჩიეთ კომფორტული, პრაქტიკული, „მშვიდი“ ვარიანტი.
მაგრამ უკიდურესობაში არ გადავარდეთ – „ბებიებისა და ბაბუების“ სტილი არ გინდათ. თავი შეიკავეთ კაშკაშა აქსესუარებისგან, მასიური სამკაულებისგან. შეარჩიეთ მუქი ფერები.
ტყუპი: უარი თქვით თქვენთვის ჩვეულ მუქ და „კამკამა“ ტონებზე. წელს ვეფხვს თქვენზე მორგებული „მყვირალა“ ტონები გაახარებს. წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი. ეს ფერები თქვენს ცხოვრებაში წარმატებასა და იღბალს მოიზიდავს.
ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა რა სტილის სამოსს ჩაიცვამთ – ეს, შესაძლოა, სპორტული კოსტიუმიც იყოს. სასურველია, ტანსაცმელი ახალი იყოს.
კირჩხიბი: მგრძნობიარენი ხართ და განსაკუთრებულ დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებთ. ვეფხვს შეუძლია ამით თქვენი უზრუნველყოფა, მაგრამ წლის მფარველს უნდა აჩვენოთ, რომ განსაკუთრებულ ფრთხილ და მზრუნველ ურთიერთობას საჭიროებთ.
ამისთვის შეარჩიეთ რბილი და ნათელი ფერები. იდეალურია ცისფერი. აქსესუარები ჰაეროვანი უნდა იყოს. შეგიძლიათ მაქმანების გამოყენება.
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: გიყვართ, როდესაც ბრწყინავთ. ვეფხვი კი თქვენს ამ მისწრაფებას ყველანაირად უჭერს მხარს. არ შეიზღუდოთ თავი ლამაზ აქსესუარებში. მთავარია, რომ ჰარმონიულად შეუხამოთ ყველაფერი ერთმანეთს. მოგიხდებათ ის, რაშიც თავს განსაკუთრებულად პრეზენტაბელურად გრძნობთ.
სჯობს, უპირატესობა თბილ და „ცხელ“ ფერებს მიანიჭოთ. როგორც ყოველთვის, თქვენთვის აქტუალურია ოქრო, ვეფხვი ასევე მიესალმება ვერცხლს.
ქალწული: მოგიწევთ ისეთი სამოსის შერჩევა, რომლებიც მაქსიმალურად ახლოს იქნება ვეფხვთან. საუბარია წყლის ტონებზე. შეარჩიეთ ზღვის ტალღისფერი, ცისფერი, ღია მწვანე. მოერიდეთ თვალშისაცემ ნივთებს.
სჯობს, ჩაიცვათ მოდურად, მაგრამ არ გადააჭარბოთ. არ ჩაიცვათ ის, რაც თქვენს ღირსებებს მალავს ან არასასურველი სახით წარმოგაჩენთ. ჰარმონიულად შეუხამეთ სამკაულები და ასე ყურადღების ცენტრში მოექცევით.
სასწორი: თუ გინდათ, ვეფხვს „დაუმეგობრდეთ“, ყველაზე უჩვეულო სამოსი უნდა მოირგოთ იქიდან, რაც თქვენი ნიშნისთვის არის რეკომენდებული. უნდა გახდეთ ნამდვილი ფერია. შეარჩიეთ მსუბუქი კაბები ვარდისფერი ელფერით, შესაძლებელია მაქმანებით გაწყობილი. მოკლედ, წაგადგებათ „ჰაეროვანი“ ელემენტები.
მამაკაცებისთვის ცოტა რთულადაა საქმე – ვარდისფერი თქვენთვისაც რეკომენდებულია.
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მორიელი: ყველაზე იღბლიანი წარმომადგენლები ხართ, რადგან არ მოგიწევთ რამე რჩევის გათვალისწინება. ისედაც ვეფხვის რჩეული ხართ. რაც არ უნდა ჩაიცვათ (ან არ ჩაიცვათ) ყველაფერი მოგერგებათ. ვეფხვი მაინც იზრუნებს, რომ ეს წელი თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული და იღბლიანი იყოს.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დივანზე წამოკოტრიალდეთ და ისე დაელოდოთ წარმატებებს. მ,აგრამ ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, რა ჩაიცვათ, ელეგანტურ სამოსზე გააკეთეთ აქცენტი.
მშვილდოსანი: უარი თქვით სამოსზე, რომელიც მოძრაობაში გიშლით ხელს. ზოგადი რეკომენდაციაა – მოერიდეთ მოსაწყენ სამოსს, მაგრამ ჩაიცვით ისეთი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ.
ფერებიდან შეარჩიეთ თეთრი, ნაცრისფერი, ლურჯი და იისფერი. თმა დაივარცხნეთ, მაგრამ რთული ვარცხნილობა რეკომენდებული არაა. მთავარია, რომ თავი შეზღუდულად არ იგრძნოთ.
თხის რქა: თქვენთვის რეკომენდებულია პასტელის ტონები, კონკრეტულად კი ყავისფერი, რძისფერი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი. შეიძლება აქსესუარებისა და საიუველირო ნაკეთობების გაკეთება, მაგრამ ისეთის, რომლებიც ნაკლებად თვალშისაცემია.
იგივე შეიძლება ითქვას მაკიაჟზე – გაიკეთეთ, მაგრამ მოკრძალებულად. თქვენი სამოსი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი, მაგრამ გემოვნებიანი – აუცილებლად.
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: როგორც ყოველთვის, შეგიძლიათ გამოიჩინოთ ფანტაზია და ყველა საშუალება გამოიყენოთ იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ წყლის ვეფხვის წელიწადი დგება და სასურველია წყალთან ასოცირებული ფერები შეარჩიოთ.
ყურადღება მიაქციეთ ვერცხლისფერს, რძისფერს, ლურჯისა და ცისფრის სხვადასხვა ტონს. რეკომენდებულია სამკაულები, აქსესუარები, რომლებიც თქვენს ინდივიდუალობას გამოხატავს.
თევზები: სამოსის შერჩევისას ძალზე დახვეწილ სტილზე ნუ შეაჩერებთ ყურადღებას. თქვენთვის, ზოგადად, რეკომენდებულია წყლის ტონები და ახლა – განსაკუთრებით. რაც შეეხება ფასონს, საკმარისი იქნება ელეგანტური სამოსის შერჩევა ლამაზი სამკაულების გამოყენებით.
კატეგორიულად რეკომენდებულია, არ ჩაიცვათ ძალიან მუქი ფერის ტანსაცმელი. თავი შეიკავეთ შავი ფერისგან, თუნდაც ეს ქვედა საცვალს ეხებოდეს.