თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკურმა უწყებამ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან პირდაპირი ბრძანება მიიღო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
კერძოდ, პრემიერის დავალებაა, რომ 2022 სრულფასოვანი აღდგენისა და განვითარების წელი რეალურად უნდა გახდეს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%–მდე ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოები მიმოქცევის გაზრდა.
რეალური ზრდის მაჩვენებელი 10,7% წლის დასაწყისიდან 11 თვეში მიუთითებს, რომ საქართველო 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლებაში.
„ბევრი ახალი ინიციატივაა, მათ შორის ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართული. როგორც ხედავთ, წლის ბოლოს რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებ გამოცხადდა. ერთ–ერთი პრობლემაა ინვესტიციების მოზიდვა. არის რაღაც დადებითი ტენდენციები, მაგრამ ეს საკმარისი არაა“, – განაცხადა თურნავამ ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს 57,2%–ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით და 572 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წლის დასაწყისიდან ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 3,2%–ით გაიზარდა 2020 წლის იანვარ–სექტემბერთან შედარებით და 728.4 მლნ დოლარი შეადგინა.
მინისტრის თქმით, უწყებას ინვესტიციების მოზიდვის საკითხში ძალიან პასიური პოლიტიკა ჰქონდა. 2022 წლიდან დამოკიდებულების შეცვლა იგეგმება – ეს პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდება. თურნავას განცხადებით, იქნება პროაქტიური მიდგომა, რომელიც გულისხმობს ინვესტორების მოძიებას სხვადასხვა ქვეყანაში.
გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ პრობლემები და სირთულეები, რომლებსაც ქვეყანა აწყდება, ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე თვითონ პანდემიის მოკლევადიანი შედეგები.
თურნავას განცხადებით, ინფლაცია პანდემიამ მოიტანა და მალე დასრულდება, მაგრამ სიღარიბე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ქვეყნები წლობით ებრძვიან, არსებობს სიღარიბის ფენომენი განვითარებულ ევროპულ ქვეყნები. ეს მართლა არ აიხსნება პანდემიით, ეს სისტემური პრობლემაა. ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, დავამუშავოთ საკუთარი პოლიტიკა. რაღაც გამოგვდის, რაღაც, ალბათ, არა. ხანდახან შეცდომებიც არის, განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა ყოველთვის მზად არის აღიაროს, რომ რაღაც არასწორად გააკეთა, ან შეეძლო, უკეთესად გაეკეთებინა, ამიტომ მიდგომები მუდმივად იცვლება.