საახალწლო უქმეები – სადღესასწაულო დღეების კალენდარი

ყველა დაწესებულებისთვის გამონაკლისი 7 დეკემბერი – შობის დღე იქნება. საქართველოში შობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ოფიციალური უქმეები 1 იანვარს დაიწყება და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ოფიციალური უქმეები ყველა სახელმწიფო დაწესებულებას ეხება. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიათ.
1 იანვრიდან პრაქტიკულად მთელი ქვეყანა „გაჩერდება“, იმუშავებენ მხოლოდ კაფე–რესტორნები და სასურსათო მაღაზიები, 3 იანვრიდან კი ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება – გაიხსნება ბაზრობები, მაღაზიები, ბანკები და ა.შ.
ყველა დაწესებულებისთვის გამონაკლისი 7 დეკემბერი – შობის დღე იქნება. საქართველოში შობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.
ბათუმი საახალწლო ფერებში: სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი
უქმეები საერთოდ არ შეეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. შესაბამისად, მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების მიღებას.
სამაგიეროდ, მართვის მოწმობის აღების მსურველებს იმედგაცრუება ელოდებათ. ყველას, ვინც 1–10 იანვრამდე პერიოდშია ჩაწერილი, ოფიციალური უქმეების დასრულებამდე ლოდინი მოუწევს.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებენ საავადმყოფოები, სახანძრო–სამაშველო სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის თანამშრომლები, ასევე ენერგეტიკოსები და წყალგამანაწილებელი და გაზგამანაწილებელი კომპანიების თანამშრომლები. მათთვის ახალი წლის დღეები განსაკუთრებულად დაძაბული იქნება.